ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადებასა და შეთანხმებას შესაბამის მუნიციპალურ და სახელმწიფო სამსახურებში. ასევე ვმონაწილეობთ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო და ურბანულ პროექტებში როგორც ტრანსპორტის სპეციალისტები.
ჩვენი ჩართულობა მოიცავს დაგეგმვის, ანალიზის, დოკუმენტაციის მომზადებისა და პროექტის განხორციელების ეტაპებს, დამკვეთისა და სხვა დარგის სპეციალისტებთან კოორდინირებული თანამშრომლობით.



