გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) დოკუმენტის მომზადება
გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) წარმოადგენს აუცილებელ სამართლებრივ და ტექნიკურ პროცესს იმ პროექტებისთვის, რომლებმაც შესაძლოა მოახდინოს ზემოქმედება გარემოზე. ჩვენ გთავაზობთ გზშ დოკუმენტის მომზადებას სრულად, ასევე ერთობლივ მუშაობას თქვენი სპეციალისტების მონაწილეობით ერთიანი დოკუმენტის დამუშავების მიზნით.
გზშ დოკუმენტის მომზადება სრულად
სრული მომსახურების ფარგლებში ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს გზშ-ის მომზადების ყველა ეტაპის შესრულებას — საწყისი კვლევებიდან საბოლოო ანგარიშის მომზადებამდე. დოკუმენტაცია მზადდება მოქმედი კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების სრული დაცვით.
გზშ-ის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
- პროექტის აღწერა და ალტერნატივების ანალიზი
- არსებული გარემოს მდგომარეობის შეფასება
- გარემოზე ზემოქმედების იდენტიფიკაცია და ანალიზი
- შემარბილებელი და კომპენსატორული ღონისძიებების განსაზღვრა
- გზშ-ის საბოლოო ანგარიშის მომზადება
გზშ დოკუმენტის ერთობლივი მომზადება
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე გყავთ საკუთარი სპეციალისტები, გთავაზობთ გზშ-ის დოკუმენტის ერთობლივ მომზადებას. ჩვენ ჩავერთვებით პროცესში კონკრეტული მიმართულებით ან უზრუნველვყოფთ დოკუმენტის სტრუქტურულ, მეთოდოლოგიურ და ტექნიკურ სრულყოფას.
ერთობლივი მუშაობის ფორმატები
- გზშ-ის ცალკეული თავების მომზადება
- ტექნიკური და ექსპერტული კონსულტაცია
- დოკუმენტის რედაქტირება და ჰარმონიზაცია
- სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ზემოქმედების შეფასება
რატომ ჩვენ
გზშ-ის დოკუმენტის ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს პროექტის განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესის სისწრაფესა და შედეგს. ჩვენი გამოცდილება უზრუნველყოფს სწორად სტრუქტურირებულ, დასაბუთებულ და შესაბამის ორგანოებთან თავსებად გარემოსდაცვით დოკუმენტაციას.



